სიახლეები
Nakveti.ge - რატომ ვჯობივართ უძრავი ქონების სხვა პლატფორმებს
Nakveti.ge — ქართული ონლაინ პლატფორმა მიწის ნაკვეთებისა და კერძო სახლებისთვის. მესაკუთრეები ათავსებენ ნაკვეთებს გასაყიდად, მყიდველები კი — ყიდვის მოთხოვნებს. ვაკავშირებთ ორ მხარეს ოფიციალური საკადასტრო (NAPR) მონაცემებით, ინტერაქტიული რუკითა და სატელიტური ხედით. სასოფლო მიწა, ვენახები, ბაღები და სამშენებლო ნაკვეთები — განთავსება უფასოა.
გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2026

Nakveti.ge სატესტო რეჟიმში გაიხსნა. ჩვენთვის ეს არის ახალი გამოწვევა, რომელსაც ჩვენივე გამოცდილებით მივაგენით. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ თუ საიდან დაიბადა nakveti.ge -ს იდეა. ვეძებდით მიწის ნაკვეთს კომერციული მიზნებისთვის, სამწუხაროდ არსებული პლატფორმები თანამედროვე სამყაროში ძალიან გვირთულებდ საქმეს.
მაგალითად, ყველა საიტზე 1 განცხადებას აქვს მინიმუმ 10-20 დაკოპირებული ვერსია, რაც აძნელებს რეალური გამყიდველის ან ექსკლუზიური აგენტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გიწევს უამრავ აგენტთან ურთიერთობა, რომლებმაც არ იციან რას ყიდიან, უბრალოდ აკოპირებენ განცხადებებს, ამის გამო კარგავ უამრავ დროსა და ენერგიას, საბოლოოდ კი რთულდება შენი საქმე.
მეორე პრობლემა რასაც წავაწყდით იყო რომ არცერთ პლატფორმას არ ქონდა Buyers Requests - სადაც ჩვენ მყიდველი დავდებდით განცხადებას რომ გვაქვს ამდენი ბიუჯეტი, ვეძებთ ამ არეალში ამ ფართობის მიწას და მივიღებდით შემოთავაზებებს, სწორად ეს ფუნქცია აქვს Nakveti.ge -ს სადაც მყიდველიც და გამყიდველიც ერთნაირად სარგებლობენ განცხადების დადების ფუნქციით.
ასევე ჩვენ გვაქვს საკადასტრო რუკა, რომელიც მხოლოდ ერთ პლატფორმას აქვს,ჩვენივე საიტზე შეიძლება ნახო მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობა, ასევე გადახვიდე Google რუკაზე და ნახო ზუსტი მარშუტი და დაშორება.
ყველაზე მთავარი ნდობაა. Nakveti.ge დაკავშირებულია საჯარო რეესტრის (NAPR) მონაცემებთან: საკადასტრო კოდით ნახავ ნაკვეთის ზუსტ საზღვრებს, ფართობსა და მდებარეობას ინტერაქტიულ რუკაზე, სატელიტური ხედით. ეს გამყიდველს სანდოობას მატებს, მყიდველს კი — სიმშვიდეს, რომ ნაკვეთი რეალურია.
განთავსება უფასოა
ასევე ჩვენ გვაქვს სერვისი მყიდველთათვის, მაგალითად ხარ მყიდველი და ეძებ მიწას. თქვენ სურვილზე მორგებულ სასურველ მიწის განცხადებებს ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს და ყოველ კვირას რეპორტის სახით ვუგზავნით დაინტერესებულ პირებს, რათა მან აღარ დაკარგოს დრო და ყოველდღე არ ამოწმოს ახალი განცხადებები.
ნაკვეთის განთავსება უფასოა. რამდენიმე წუთში დაამატებ ფოტოებს, ფასს, საკადასტრო კოდსა და მდებარეობას რუკაზე — და განცხადება გამოჩნდება ბაზარზე.
გაქვს მიწა გასაყიდად? განათავსე უფასო განცხადება(https://www.nakveti.ge/ka/listings/new).
ეძებ მიწას? დაათვალიერე ნაკვეთები ან განათავსე ყიდვის მოთხოვნა და მიიღე შეთავაზებები.
Nakveti.ge — შენი მიწის ბაზარი.